დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
გაბილდი
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
"გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: კარის შოურუმი
შანსი მათთვის, ვინც არა მხოლოდ პროდუქტს ყიდის, არამედ სივრცეს აყალიბებს.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს გამჭრიახი კომუნიკაციის სტილი და გჯერა, რომ კარის გაღება მხოლოდ ფიზიკური ქმედება კი არა — შიდა სამყაროს გახსნაა, მაშინ ეს ადგილი შენთვისაა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** შოურუმში მოსული მომხმარებლების კონსულტაცია
** პროდუქციის მახასიათებლების წარდგენა და შესაფერისი გადაწყვეტების შეთავაზება
** შეკვეთების მიღება, დაჯავშნა და ტრეკინგი
** გაყიდვების პროცესის დოკუმენტაცია და კომპიუტერული სისტემების გამოყენება
** შოურუმის დალაგებული, წარდგენისთვის მზა ვიზუალის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Excel, CRM სისტემები - ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი, საშუალოდ 2000 ლარამდე
** 40-საათიანი სამუშაო კვირა | 5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება | ყოველდღე 1 საათი შესვენება
** სტაბილური დასაქმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** პროფესიული ტრენინგები გაყიდვებისა და პროდუქციის მიმართულებით
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** საინტერესო და პოზიტიური სამუშაო გარემო, სადაც შენი აზრი მნიშვნელოვანია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gabuild.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 28 77 07
განცხადებების მიღება მიმდინარეობს: 3 ნოემბრის ჩათვლით.
|
|
|
|