დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ჭიტა
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
კომპანია "ჭიტა" 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწყობით;
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ. დაიწყე შენი კარიერული წინსვლა ჩვენთან
კომპანია იწვევს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრებს, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე;
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
სამუშაო ადგილი; ქ თბილისი (ვაკე-საბურთალო);
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სარეალიზაციო პროდუქციის შესაბამის ადგილზე განთავსება,
** აკონტროლოს სამუშაო ადგილზე (ფილიალში) არსებული სარეალიზაციო პროდუქციის ფასმაჩვენებლები;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა (დამსაქმებელთან შეთანხმებისამებრ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge hr@chita.ge ან ეწვიეთ ბმულს
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|