Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება.
ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

ძირითადი მოვალეობები:

კანდიდატის მთავარი პასუხისმგებლობაა რესტორნის ყველა საინჟინრო და ტექნიკური სისტემის გამართული და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

1. ტექნიკური მომსახურება და შეკეთება (სამზარეულო)

** სამზარეულოს პროფესიონალური დანადგარების (ღუმელები, ქურები, ფრიტურები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, გრილები) დიაგნოსტიკა, პრევენციული მოვლა და დროული შეკეთება.
** გაგრილების სისტემების (მაცივრები, საყინულეები, ყინულის აპარატები) გამართული მუშაობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მცირე რემონტი.
** სასმელებისა და ბარის მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.

2. შენობის სისტემების მართვა

** ელექტროსისტემების (გაყვანილობა, განათება, ფარები) მოვლა-შეკეთება (220V/380V).
** ვენტილაციის, გათბობის და კონდიცირების (HVAC) სისტემების, განსაკუთრებით კი სამზარეულოს გამწოვების, რეგულარული შემოწმება და მცირე რემონტი.
** სანტექნიკური სისტემების (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ონკანები) დროული შეკეთება და გაუმართაობის აღმოფხვრა.
** ობიექტის ინფრასტრუქტურის მცირე კოსმეტიკური და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

3. ორგანიზება და უსაფრთხოება

** ტექნიკური ინვენტარისა და სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და შევსება.
** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრაზე გარე კონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია.
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკური სამუშაოების დროს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება

** მსგავს პოზიციაზე (ინჟინერ-ტექნიკოსი, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი) მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ელექტრო, სანტექნიკურ და გაგრილების სისტემებთან მუშაობის ცოდნა.

განათლება და უნარები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება (ელექტროინჟინერია, მექანიკა, HVAC).
** პრობლემის სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკის და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი.
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა

ანაზღაურება - 1600 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** FITPASS;

თუ გსურს შენი კვალიფიკაცია ჩვენს გუნდში გამოიყენო და უფრო მეტად განავითარო საკუთარი უნარები, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შენს განვითარებას.

ადგილი სადაც იმუშავებ: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr.askanelifalestra@gmail.com. სათაურის ველში (subject)-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე