დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჭიტა
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი; ფალიაშვილი ქ#82;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30)
დასვენების დღე: კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი;
ჩვენს შესახებ:
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 29 წ. წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ხოლო მომსახურება — პროფესიონალიზმითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა განვითარებას, მოტივაციასა და გუნდურ მუშაობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის შეუფერხებელი ოპერაციული მართვა
** ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
** სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
** სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
** თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების წარმოება;
** კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ფლობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge hr@chita.ge ან ეწვიეთ ბმულს
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|