დასახელება:
ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის თანამდებობაზე საკრედიტო დეპარტამენტის კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება
** კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
** საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით
** ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ოქტომბრამდე.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
|
|
|
|