დასახელება:
ტრანზაქციების მონიტორინგის უფროსი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ტრანზაქციების მონიტორინგის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** კლიენტების შესწავლა, საბანკო ოპერაციების ანალიზი AML/CFT და საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად;
** კომპლექსური ტრანზაქციების (და შესაბამისი დოკუმენტაციის) სიღრმისეული ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება ბიზნეს-ხაზებისთვის;
** გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობის დადგენის ნაწილში;
** ბიზნეს-ხაზთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კონსულტირება AML/CFT და საერთაშორისო სანქციების საკითხებთან დაკავშირებით;
** ბანკში AML/CFT და საერთაშორისო სანქციების მიმართულებით შიდა კონტროლის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემის პარამეტრების და სცენარების დახვეწაში მონაწილეობა;
** რეკომენდაციების მომზადება კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია იურიდიული, ეკონომიკურ, ფინანსური ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე (Advance) ცოდნა;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება AML/CFT ან სანქციების შესაბამისობის მიმართულებით საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
** ეროვნული და საერთაშორისო AML/სანქციების სტანდარტების (FATF, EU, UK, OFAC, UN) ცოდნა;
** საბანკო პროცედურების და პროდუქტების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|