Робота для біженців з України
ვიზუალური მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და სტანდარტის დაცვით წარმოაჩენს პროდუქციას მაღაზიაში.

ლოკაცია: ქ. ბათუმი, გორგილაძის #88
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა: Beauty ან Fashion მიმართულებით გამოცდილება;

მოვალეობები:

** კოლექციის განახლება მაღაზიაში;
** პროდუქციის მოწესრიგება/მოვლა;
** წესრიგის მუდმივი კონტროლი;
** ვიტრინის ცვლილება პერიოდულად;
** ფოტო-რეპორტის წარმოება კოლექციის განახლებისას;
** ვიზუალური FOCUS წერტილების შექმნა სხვადასხვა სექციისთვის;

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე