Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671875&print=yes&view=jobs
 
კვალიფიცირებული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვალიფიცირებული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გლობალური ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
შპს "გლობალური ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერულ კომპანიაში კვალიფიცირებული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "გლობალური ტექნოლოგიები", დაფუძნებულია 2001 წელს. ჩვენი გუნდი, 22 წელია ახორციელებს უძრავი ქონების დეველოპმენტს, მართვას და განვითარებას. კომპანიას დასრულებული აქვს რამოდენიმე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ამჟამად ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის - თაუნ სკვერის მშენებლობას თბილისში.
კომპლექსი შედგება 3 კორპუსისგან. ის მოიცავს ქალაქის ტიპის მოედანს გამწვანებითა და შადრევნით. კომპლექსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://townsquare117.ge/

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის არსებული მომხმარებლებისა და უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირებისთვის სარეალიზაციო ფართების შეთავაზება-გაყიდვა;
** უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** აუცილებელია დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა;
** კრეატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება - ფიქსირებული 2, 500 ლარი და ბონუსი ყოველ გაყიდულ აპარტამენტზე;
სამუშაო საათები: 10:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: კვალიფიცირებული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია