Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671853&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: თერმორუმი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
კომპანია "თერმორუმი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია თერმორუმი 9 წელია საქართველოს ბაზარზე. ის ერთ-ერთი ლიდერია გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სფეროში. კომპანია თერმორუმი მომხმარებელს სთავაზობს მოწინავე ევროპული მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას; აქვს საკუთარი სერვის ცენტრი.

ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტისათვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც აწარმოებენ მსოფლიოს ლიდერი კომპანიები.

ჩვენი მიზანია ბაზარზე დავამკვიდროთ ენერგოეფექტური და ინოვაციური პროდუქცია.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://trm.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ტრანსპორტირება საწყობიდან მაღაზიებში/კლიენტებთან და შესყიდული საქონლის მოტანა საწყობში;
** პროდუქციის დატვირთვა-ჩამოტვირთვა და მითვლა;
** საქონლის შედარება სასაქონლო ზედნადებთან როგორც ავტომანქანის დატვირთვისას, ასევე ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაცლისას;
** პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის უსაფრთხო (დაზიანების გარეშე) პირობების უზრუნველყოფა;
** გადაადგილების მარშრუტების და განრიგის შეთანხმება საწყობის მენეჯერთან;
** საწყობის მენეჯერის გაფრთხილება არასტანდარტული გარემოებების, ინციდენტების, დაგეგმილი მარშრუტის/გრაფიკის ცვლილების შემთხვევაში;
** მანქანის ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისას ხელმძღვანელის დროული ინფორმირება და მანქანის სერვიში გადაყვანა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციისას მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** საგზაო და უსაფრთხოების სხვა წესების ზედმიწევნით დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სამუშაო საათი;
** სამუშაო ადგილი- ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 37;
** ანაზღაურება - 1450 ლარი ხელზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: hr@thermorum.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ოქტომბერი.

გთხოვთ, მეილში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებებს!

აპლიკაციის hr@Thermorum.com-ზე გამოგზავნით გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას შპს "თერმორუმს", რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია). მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 6 თვის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია