Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671848&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: ნიქსი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
კომპანია "ნიქსი" აქტიურად ეძებს მოტივირებულ და ამბიციურ პიროვნებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კარიერის შექმნით უძრავი ქონების სექტორში.

თუ თქვენ გაქვთ:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** განვითარების სურვილი და
** მზად ხართ იმუშაოთ დინამიურ გარემოში

ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ უფასო ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატებით დაეუფლოთ საქმეს. ტრენინგის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ გამოიმუშაოთ კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ტრანზაქციიდან მიღებული შემოსავლის მინიმუმ 50%-ს. კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი და დამატებითი პირობები განიხილება ინდივიდუალურად, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გასაუბრების დროს.

ნიქსში მუშაობით, თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ გაიღრმავებთ ცოდნას უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, რაც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული სპეციალისტი.

მოვალეობები:

** უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში - შეტანა/გავრცელება.
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება.
** ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება - ხელშეკრულებების გაფორმება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა/ორივე ენა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
** დრესკოდი.
** განიხილება კადრი ნებისმიერი გამოცდილებით ან/და გამოცდილების გარეშე;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი.
** დისციპლინირებული.
** შრომისმოყვარე.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** პუნქტუალური.
** ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული.
** შედეგებზე ორიენტირებული.
** განვითარებაზე ორიენტირებული.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ რას გთავაზობთ:

** უფასო ტრენინგები სტაჟირების პერიოდის განმავლობაში (გაგრძელდება 2 კვირა)
** ოფიციალური დასაქმება.
** პროფესიული განვითარება.
** მობილური კავშირის ანაზღაურება.
** ბონუს სისტემა: დამატებითი ბონუსები მაღალი შესრულების ან განსაკუთრებული მიღწევებისათვის.
** დამატებითი დასვენების დღეები: ყოველთვიურად ერთდღიანი შვებულების (day off) გამოყენება.
** ორშაბათი - პარასკევი: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
** შაბათი: 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.
** კვირა: დასვენების დღე.
** ანაზღაურება : გამომუშავებით (საშუალო ანაზღაურება 700$-2000$)

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და, სურვილის შემთხვევაში, სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: hello@mynix.ge.

ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია