Робота для біженців з України
ლაბორატორიის ოპერატიული სამსახურის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ოპერატიული სამსახურის ოფიცერი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ოპერატიული სამსახურის ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** პაციენტის მიღება შიდა მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პაციენტების ინფორმირება პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ (როგორც სატელეფონო ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით);
** სატელეფონო ზარების მიღება, გამოძახების ჩანიშვნა.
** ანგარიშსწორება (სალაროს მართვა);
** ანალიზების შედეგების შესაბამის ბლანკში შეყვანა და პაციენტის ელ.მისამართზე გაგზავნა;
** გამოძახებაზე გასული ბრიგადის მართვა/მიმართულების მიცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება /სტუდენტი (სასურველია სამედიცნო მიმართულებით)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზაციის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

** ცვლაში (ყოველ მე-4 დღეს 24სთ). სამუშაო საათები: 08:30-08:30.
** ქ.თბილისი. დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.
** ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ლაბორატორიის ოპერატიული სამსახურის ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე