Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქს სითი სენთერი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
სასტუმრო "ონიქს სითი სენთერი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სასტუმრო "ონიქს სითი სენთერ" მის: პეკინის 30.
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 8 საათი დღეში.
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 1300 ლარი - 2% საპენსიო

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთავს ურიკას ისეთი მარაგებით, როგორიცაა თეთრეული და გადააქვს საჭირო ადგილას
** სტუმრების ოთახებში ანაცვლებს გამოყენებულ ამენითებს ახლით.
** ანაცვლებს ჭუჭყიან თეთრეულს სუფთათი.
** კეცავს პირსახოცებს, ალაგებს საწოლებს და რწმუნდება, რომ სველი წერტილები სუფთაა
** ნომრიდან გამოაქვს დასვრილი ჭურჭელი, ჭუჭყიანი თეთრეული და ნაგავი
** ამოწმებს ოთახის ტექნიკას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს.
** უვლის და ასუფთავებს იატაკებს როგორც ოთახებში, აგრეთვე დერეფნებში და მტვერსასრუტით წმენდს ხალიჩებს.
** იცავს უსაფრთხოების პროცედურებს და პოლიტიკას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onyxtbilisi.com გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე