Робота для біженців з України
ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი და მზად ხარ გასვლითი ვიზიტებისთვის, "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ ტექნიკური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთის მიმართულებით (ბათუმი).

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

რა იქნება შენი მთავარი მიზანი:

** მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება
** პროექტის შეთანხმება და აღსრულება

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ადგილზე ვიზიტი და წინასწარი შეფასება შემდგომი სამუშაოებისთვის მომხმარებლების საჭიროების მიხედვით შესაბამისი შეთავაზების მომზადება
** ტექნიკური გუნდისთვის ხარჯთაღრიცხვის და ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის და არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ფიქსირებული 1500 ლარი.
** ბონუსი -2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა სასწავლო სისტემებს
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას
** ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას-200 ლარით
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/SalesManager3/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე