Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: სასტუმრო ოლდ ვოლ
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
სასტუმრო "ოლდ ვოლი" ეძებს კვების ობიექტის დამხმარე პერსონალს - მოლარეს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (ორთაჭალა, ბეჟან კალანდაძის ქუჩა)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-დან 18:00 საათამდე
** ანაზღაურება: 1400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების, დახლებზე განთავსება, მომსახურება, ტერმინალზე თანხის გატარება;
** სასადილო სივრცის დასუფთავება, ჭურჭლის რეცხვა, სანიტარული ნორმების დაცვა.

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მეგობრული კეთილგანწყობილი დამოკიდებულება

ჩვენ გთავაზობთ: თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და ეფექტურად განსახორციელებლად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტის მისამართზე: hr@pab.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე