Робота для біженців з України
მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახორციელებს სტუმრების რეგისტრაციის პროცედურებს სამუშაო პროცედურების შესაბამისად;
** ახორციელებს სტუმრების დახვედრასა და გაცილებას;
** სამუშაო პროცედურების შესაბამისად უზრუნველყოფს ჯავშნების გადამოწმებას და ჯავშნის დეტალებისა და გადახდების სისწორეს;
** ახორციელებს სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირებას და პრობლემის შემთხვევაში, შესაბამის დეპარტამენტთან კოორდინაციით, პრობლემის მოგვარებას;
** ასრულებს ინფორმაციის კოორდინირებას საზოგადოების სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
** სტუმრის მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
** სტუმრის ანგარიშების მართვა და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** შიდა და გარე ზარების მიღება/გადამისამართება და ა.შ.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tinatin.maisuradze@borjomilikaniresort.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე