Робота для біженців з України
რეგიონული მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერი თანამდებობაზე.

15 წელზე მეტია, "თიბისი ფეი" ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო მოვალეობები:

** რეგიონში კომპანიის ინტერესების დაცვა;
** რეგიონის ქსელში განთავსებული თვითმომსახურების ტერმინალების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** რეგიონის საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება / დაკვეთა და ანალიზი;
** თვითმომსახურების ტერმინალების ინკასაციის გამო დაბლოკვების კონტროლი და დაბლოკვის მიტიგაციის თავიდან აცილების მიზნით, სამოქმედო გეგმების გაწერა და შესრულება;
** თვითმომსახურების ტერმინალების გამართულად და უწყვეტად მუშაობის კონტროლი პროგრამულ / სტატისტიკურ მოსაცემებზე დაყრდნობით;
** რეგიონში არსებული ყველა ტერმინალის კვარტალში ერთხელ ადგილზე შემოწმება, როგორც ვიზუალურად ასევე ტექნიკურად;
** კონტროლი რეგიონის თანამშრომლების მიერ კომპანიის შიდა ნორმატიული აქტების და პროცედურების დაცვაზე, ხოლო დარღვევების შემთხვევაში დროული ზომების მიღება და ოპერაციების დირექტორის ინფორმირება;
** ტერმინალების პროგრამული ბაზის პერიოდული მონიტორინგი (მისამართების, ტექნიკური პარამეტრების და სხვა) და საჭიროებისამებრ, ცვლილებების შეტანა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი ზედამხედველობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების მონიტორინგი;
** რეგიონის საწყობის მართვა, ნაწილების და სახარჯი მასალების დროული და სწორი აღრიცხვის უზრუნველყოფა, ინკასაციის და სერვისის ჯგუფების მიხედვით საჭირო მარაგების განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
** ქსელში ტერმინალების და ტერმინალის ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა, აღრიცხვა და მონიტორინგი;
** კომპანიის შემოსავლების ზრდაზე ზრუნვა ტერმინალების ქსელის ეფექტური დაგეგმვისა და მართვის გზით;
** ტერმინალის განსათავსებლად ადგილის შერჩევა, გაყიდვების მენეჯერის ინფორმირება, მეიჯარესთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ქსელის განვითარების განყოფილებისგან მიღებული დავალებების საფუძველზე ტერმინალების განთავსება / გადაადგილება;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, შეთანხმებები დანართები, ანკეტები და ა.შ.) კოორდინაცია და სათავო ოფისისთვის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების, დროულად და ხარისხიანად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** გუნდის მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპანიის მიმართ ლოიალური;
** კეთილსინდისიერი;
** კოლეგიალური;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " რეგიონალური მენეჯერი - ბათუმი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge .
შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე