Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671779&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიჩარჯი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
WeCharge არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.

ვინაიდან, ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო აუცილებელი გახადა დატენილი მობილურის არსებობა, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App-ით მარტივად გადაჭრა მობილურის დატენვის პრობლემა.

ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი მობილურის დატენვის სისტემა. ამჟამად, ვეძებთ ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სადგურების ტრანსპორტირებას, განთავსებას და ინსტალაციას. აღნიშნული როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სადგურებისა და დამტენების განთავსება
** ობიექტებში სადგურის ინსტალაცია გეგმის და განთავსების პოლიტიკისა და განთავსების გეგმის შესაბამისად.
** სადგურებისა და დამტენების ტრანსპორტირებისთვის მომზადება, მათი ტესტირება და ობიექტში ტრანსპორტირება.
** ობიექტში სადგურის ინსტალაცია და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** სადგურებისა და დამტენების მუშაობის მონიტორინგი, სისტემური გაფრთხილებების საფუძველზე, სადგურის დროულად ჩანაცვლება (საჭიროების შემთხვევაში).
** დაზიანებული ან მოძველებული სადგურების/ფოვერ ბანკების დროული ჩანაცვლება.
** რეპორტინგი - ანგარიშის წარმოდგენა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
** ტექნიკური აპარატურის, ფოვერ ბანკების და სადგურების მოვლა-პატრონობა.
** სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება და ვიზიტებისა პლატფორმაზე აღრიცხვა.
** მარშრუტის დაგეგმვა და აღსრულება;

პოზიციისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** 2+ წლიანი გამოცდილება ტექნიკურ მომსახურების სფეროში
** პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება
** საკუთარი ავტომობილი (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია), მართვის მოწმობა
** ინგლისური ენა (სავალდებულოა)
** სასურველია (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ახალი გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, კამანის ქუჩა #1 (საბურთალო)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ანაზღაურება:

** ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი 900 ლარამდე;
** მანქანის იჯარის ყოველთვიური საფასური და საწვავის ხარჯები;

მნიშვნელოვანია:

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე - tatia.khabeishvili@wechargers.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია