დასახელება:
რეგიონის ოპერატორის დამხმარე
|
მომწოდებელი:
დაფნა
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.
საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
ვაკანსიის დასახელება: რეგიონის ოპერატორის დამხმარე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 03/11/2025
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** პრისეილერ (ებ)ის აღებული შეკვეთების მიღება, შესაბამისი ავტომანქანის დატვირთვის ოქმის გამზადება და საწყობის მენეჯერთან გაგზავნა;
** სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა rs.ge-ზე და მომხმარებელთან გადაგზავნა, ზედნადების ამობეჭდვა და დისტრიბუტორისთვის მიწოდება;
** კლიენტის მიერ უარყოფილი პროდუქციის ან/და პროდუქციის კონკრეტული პოზიციის კორექტირების შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადებ (ებ)ის კორექტირება;
** კლიენტის მიერ პროდუქციის უკან დაბრუნებისას, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებ (ებ)ის კორექტირება;
** დაგეგმილი აქციების მომზადება და პროგრამაში ასახვა;
** რეგიონის ოპერატორის მიერ გამოწერილი შემოსავლის და გასავლის ორდერების შესაბამისი თანხების გაცემა და მითვლა;
** სალაროს დაყენება, ინკასაციაზე პასუხისმგებლობა და სალაროზე პასუხისმგებლობა.
** Z ანგარიშის მიღება და აღრიცხვა;
** ახალი კლიენტის შეყვანა და რეგისტრაცია პროგრამა Eclient-ში და პრისეილერის ხელის კომპიუტერზე მიმაგრება;
** სათაო ოფისის განყოფილებებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** RS.ge-ზე მუშაობის ცოდნა და უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|