Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671767&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ოუშენ კაპიტალი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"ოუშენ კაპიტალი" ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების დეველოპერულ პროექტებს. ამჟამად კომპანიას აქვს ოთხი მიმდინარე პროექტი თბილისში, ვაკის რაიონში.

"ოუშენ კაპიტალი" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნერგავს საერთაშორისო გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ეფექტიანობასა და მაღალ ხარისხს.

კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებელი საუკეთესო გრძელვადიანი ხარისხითა და მასზე მორგებული ექსკლუზიური მომსახურებით.

"ოუშენ კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტის მშენებლობის ზედამხედველობა;
** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი, კონტრაქტორებთან შეხვედრა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება.
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის, სამუშაოთა მოცულობისა და გრაფიკის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
** კონსტრუქტორთან, არქიტექტორთან და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულ სხვა პირებთან აქტიური კომუნიკაცია;
** საპროექტო გეგმის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა;
** დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული ყველა პირობის (ხარჯთაღრიცხვა, გრაფიკი, ხარისხი, სტანდარტები) განუხრელი დაცვა;
** სამუშაოთა მიღება-ჩაბარების პროცესის წარმართვა;
** სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური ინსპექტირება და დამსაქმებლისათვის ანგარიშის წარდგენა.
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების მოცულობათა ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან მომიჯნავე დარგში
** არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება წამყვან სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიაში
** სამშენებლო სამართლის ნორმების ცოდნა;
** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** არქიტექტურული პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD) მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციისა და ინსტრუქციების სწრაფად გაცნობის/ათვისების უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. №67
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, 1 საათი შესვენება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobs@ocean.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია