დასახელება:
არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
ოუშენ კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
"ოუშენ კაპიტალი" ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების დეველოპერულ პროექტებს. ამჟამად კომპანიას აქვს ოთხი მიმდინარე პროექტი თბილისში, ვაკის რაიონში.
"ოუშენ კაპიტალი" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნერგავს საერთაშორისო გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ეფექტიანობასა და მაღალ ხარისხს. კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებელი საუკეთესო გრძელვადიანი ხარისხითა და მასზე მორგებული ექსკლუზიური მომსახურებით.
"ოუშენ კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** მრავალბინიანი/მრავალფუნქციური არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
** არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება;
** მუშა დოკუმენტაციის მომზადება;
** ტექნიკური საკითხების დამუშავება;
** შიდა გეგმარებების მომზადება;
** არქიტექტურული პროექტის შექმნის/კორექტირების პროცესში საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, MEP ინჟინერი) წარმომადგენლებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
** მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** ArchiCAD-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საერთაშორისო კომპანიაში (უცხოელი დამკვეთებისათვის) მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. №67
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: jobs@ocean.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|