დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ულტრამედი
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
კლინიკა "ულტრამედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** შედარების აქტების დამზადება;
** დავალიანების მართვა;
** ფინანსური რეპორტების აწყობა და ანალიზი;
** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება (ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგად ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა - ORIS - ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ak.ge, სათაურის ველში კი მიუთითეთ - ბუღალტერი.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|