დასახელება:
ავტო სესხის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
** გლდანი
** საბურთალო
** ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - სრული; შაბათი - მოკლე სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი
სამუშაო აღწერილობა:
** ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** პოტენციური მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება, დაინტერესება;
** არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
** უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;
** ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით;
** ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
** ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კეთილგანწყობილსა და თავაზიანს.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება .
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 ოქტომბერი.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
დავუკავშრდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "მისო ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს "მისო ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|