დასახელება:
ავტო სესხის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
მდებარეობა: გორი, სამეფოს ქუჩა #49
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი სრული; შაბათი - მოკლე სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების გათვალისწინებით) + ყოველთვიური ბონუსი
სამუშაო აღწერილობა:
** პოტენციური მომხმარებლის მოძიება-მოზიდვა;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება;
** ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
** ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
** უპირატესია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით;
** ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
** ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შედეგზე ორიენტირებულს.
თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა - მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: hr@leadercredit.ge. სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი ლოკაცია (ქალაქი).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 ოქტომბერი
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "მისო ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს "მისო ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|