Робота для біженців з України
HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიკროსაფინანსო კომპანია "ლიდერ კრედიტისთვის", რომელიც 2011 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ახორციელებს ფინანსურ საქმიანობას.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://leadercredit.ge/

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.

სამუშაო ადგილი - თბილისი (ჩუღურეთი, თამარ მეფის გამზირი)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:30 სთ -18:30 სთ, შაბათი -
მონაცვლეობით 10:00 - 14:00 სთ)
ანაზღაურება - 4500 - 5000 ლ. (NET)
პოზიციის რანგი - ხელმძღვანელი პოზიცია
დაქვემდებარება - ექვემდებარება ადამიანური რესურსების მართვის და ბიზნესის
განვითარების დირექტორს
ხელმძღვანელობა - HR დეპარტამენტის 2 თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ადამიანური რესურსების მართვა, HR პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგის პროცესის მართვა;
** საჭიროებისამებრ, კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაო აღწერის ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
** HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა (თანამშრომელთა პირადი საქმეების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება);
** HR პროგრამაში (self.ge) მონაცემების ასახვა (თანამშრომლის დანიშვნა, გრაფიკების ცვლილება, როტაციების განსაზღვრა, შვებულებების მართვა...)
** ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება;
** თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამის (Learning & Development) შემუშავება და დანერგვა, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტრენინგების ან/და შეხვედრების დაგეგმვა თანამშრომლებისთვის;
** თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებებისა და აქტივობების ინიცირება და ორგანიზება;
** HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
** ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პრიორიტეტულია - საფინანსო სფეროში ან ქსელურ (24/7) კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@stream.com.ge არაუგვიანეს 17 ოქტომბრისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე