Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671708&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: MBGeorgia
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"JSC MBGeorgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (13:00 საათიდან 20:00 საათამდე (1 საათი შესვენების დრო); სამუშაო დღეები: სამშაბათი-კვირა)
ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე) + ყოველთვიური ბონუსი (შესაბამისი დამტკიცებული პოლიტიკის მიხედვით).

კომპანიის შესახებ: "JSC MBGeorgia" წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს "შატო მუხრანსა" და შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას". JSC "MBGeorgia"-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მოზიდვა
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
** კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება (დადგენილი გეგმის მიხედვით)
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალიზაცია (სისუფთავის დაცვა და მერჩენდაიზინგის შენარჩუნება, თაროს შევსება საჭიროების შემთხვევაში)

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა და დისციპლინა
** პრეზენტაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2025 წლის 2 ნოემბრისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებს დავუკავშირდებით

"JSC MBGeorgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება ან წაშლა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია