Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671700&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30 სთ;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალი დონე (B2-C1);
** კომპიუტერული უნარები;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, მართვა და სამართლებრივი გამართვა (მათ შორის ინგლისურ ენაზე), აღრიცხვა და სისტემატიზაცია.
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონებისა და რეგულაციების მონიტორინგი, ინტერპრეტაცია და განხორციელება; სამართლებრივი რისკების შეფასება და მართვა.
** სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან, პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** სუროგაციისა და დონაციის პროცესთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება პარტნიორ იურიდიულ კომპანიასთან შეთანხმებით. დოკუმენტაციის წარმოების მონიტორინგი;
** პაციენტებისთვის, პარტნიორებისთვის და თანამშრომლებისთვის საჭირო იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** კომპანიის სამსახურების იურიდიულად გამართულად მუშაობას უზრუნველყოფა, სტანდარტიზაცია;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@reproart.ge, განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 ოქტომბერი, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტისთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია