დასახელება:
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
|
მომწოდებელი:
New - Real Estate Agency
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
კომპანია "New - Real Estate Agency" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
კომპანია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით . ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ხარისხიან, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების მიმართულებით.
თუ თქვენ ხართ ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანი და გსურთ მიიღოთ გამოცდილება უძრავი ქონების ყიდვისა ან გაქირავების კუთხით, დაგვიკავშირდით!
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 დღე 11:00-სთ-დან 20:00-სთ-მდე
** დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (2500-3500)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** განცხადებების კომპანიის პლატფორმაზე განთავსება
** სატელეფონო ზარების და მეილების პასუხი
** პოტენციური მყიდველისთვის სასურველი უძრავი ქონების მოძიება და შეთავაზება
** შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება
** ხელშეკრულებების გაფორმება
ძირითადი მოთხოვნები :
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და შრომისმოყვარეობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობები:
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობა
** შესაბამისი ტრენინგი გაყიდვების სფეროში
** ფიქსირებული ხელფასი + გამომუშავებული ბონუსი ზედა ზღვრის გარეშე
** კონკურენტული ანაზღაურება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newrealestateagency@gmail.com
შესარჩევი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება ერთი წლის განმავლობაში.
|
|
|
|