Робота для біженців з України
ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების და ESG სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების და ESG სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების და ESG სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "ემბისი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 14 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის 13 ქალაქში 17 ფილიალის სახით.

სს მიკრობანკი "ემბისი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის ადმინისტრირების პროცესის მართვა შრომის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად;
** ბანკის HR პროგრამის ადმინისტრირება და მართვა: პერსონალის რეგისტრაცია, შვებულებების და მივლინებების მონიტორინგი, სამუშაო დროის, გაცდენების და დასწრების მონიტორინგი, პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების ასახვა და კონტროლი, ხელშეკრულებების ვადის მონიტორინგი, სიახლეების განთავსება და მართვა, ა.შ.;
** პერსონალის ბენეფიტების ადმინისტრირება და მართვა;
** პერსონალის onboarding, ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** პერსონალთან ინტერვიუების ჩატარება - Onboarding, Stay, Exit ინტერვიუები;
** სტანდარტული და არასტანდარტული HR ანგარიშების დროულად და მაღალი სიზუსტით მომზადება;
** პერსონალის ჩართულობის, აღიარებისა და კეთილდღეობის გაძლიერებაზე მიმართული აქტივობების (თიმბილდინგი, შეჯიბრებები, კორპორატიული ღონისძიებები, კონკურსები და სხვა) დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
** თანამშრომელთა პირადი საქმეების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და უსაფრთხო დაარქივება (ფიზიკური და ელექტრონული ფორმით) და პერიოდული მონიტორინგი;
** ბანკის სოციალური კორპორაციული/მდგრადობის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ბანკის სოციალური კორპორაციული/მდგრადობის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ბანკის კორპორაციული მდგრადობის/ESG საკითხებზე ინვესტორებთან წარსადგენი ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის და ბანკის მენეჯმენტის მიერ გაზიარებული სხვა ამოცანების შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ბიზნეს ადმინისტრირების, ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
** აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** აუცილებელია ინტერესი კორპორაციული მდგრადობის/კორპორაციული პასუხისმგებლობის/ESG საკითხების მიმართ;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word) და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით;
** SELF HR სოფტში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაოთ ორ ურთიერთდაკავშირებულ სფეროში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/2xx72qyb და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე