დასახელება:
მძღოლი, საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
KMT Group
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
გვესაჭიროება მძღოლი + საწყობის თანამშრომელი საკანცელარიო მაღაზიათა ქსელ - შპს "KMT GROUP"-ში
საწყობი მდებარეობს ლილოს ტერიტორიაზე, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი:
** 09:00-18:00
** დასვენება: კვირაში 1 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი + ბონუსი (მე-2 თვიდან)
2024 წლის მონაცემებით, აღნიშნულ პოზიციაზე, ბონუსის საშუალო თვიური ოდენობა მერყეობს 500-800 ლარს შორის (საბონუსე სისტემის მუშაობის პრინციპს აგიხსნით გასაუბრებისას)
ფუნქცია/მოვალეობები:
** კომპანიის საკუთრებაში არსებული მანქანის მართვა და მოვლა-პატრონობა
** საქონლის მიწოდება ჩვენს მაღაზიებში და კლიენტებთან
** პროდუქციის მითვლა მომხმარებელთან
** პროდუქციის დაცლა-დატვირთვა და დასაწყობება
** შეკვეთების აგროვება
** პროდუქციის მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა
** წუნდებული საქონლის აღრიცხვა
** სხვა საქმიანობა რაც წარმოიშობა სამუშაო პროცესში
მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მინ. 5 წლიანი გამოცდილება)
** მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება (სავალდებულოა)
უნარ-ჩვევები:
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი
** ენერგიული და მოწესრიგებული
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 571 555 777 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: kmt.group.llc@gmail.com
გასაუბრების შემდეგ გაივლით ერთ კვირიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
|
|
|
|