Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671652&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: მენეჯმენტის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"მენეჯმენტის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის მიზანია არსებული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით უზრუნველვყოთ საუკეთესო ხარისხის, საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული და სრული მენეჯმენტი სხვადასხვა ორგანიზაციებში. პირველი პროექტები დაგეგმილია საქართველოში. შემდეგ სხვა ქვეყნებში.

ორგანიზაციის სტრუქტურა სრულად ჰორიზონტალურია (უფლებები და პასუხისმგებლობები ფუნქციების შესაბამისად).

ორგანიზაცია ურთიერთობაში იყენებს მხოლოდ თანამშრომლობის პრინციპს. (არა კონკურენციას)
კომპანიის მთავარი ღირებულებებია: შრომის სიყვარული და მუდმივი სწავლა.

თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ კომპანიის მეწილეები

საკადრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი - ღირებულებებს მხოლოდ ადამიანები ქმნიან.
ჩვენთან ვეძებთ კადრების მენეჯერს რომელიც, იზიარებს კომპანიის ღირებულებებს, ისწავლის, იშრომებს და პასუხისმგებელი იქნება მართოს კადრების მენეჯმენტში მიმდინარე პროცესები. უზრუნველყოფს რომ კომპანიის თანამშრომლები იყვნენ მოტივირებულები და შეეძლოთ დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერები (მათს შორის კადრების მენეჯერიც) ძირითადად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

სამუშაო დრო - მაღალი რგოლის მენეჯერების სამუშაო დრო არ არის რეგლამენტირებული. კვირაში 40 საათზე მეტი ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ (არსებობს შინაგანაწესი და კომუნიკაციისთვის აუცილებელი ნორმები)

ხელფასი შეთანხმებით. (ანაზღაურება თანამშრომლის კვალიფიკაციის და ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა).

Hr მენეჯერის ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში სამოტივაციო წერილი და CV გამოაგზავნეთ: hr@mains.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://mains.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია