დასახელება:
პროდუქციის აგროვებისა და შეფუთვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Veli.Store
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
კომპანიის შესახებ
ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.
ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.
ვინ ქმნის "VELI.store"-ს?
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.
ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით
"veli.store"-ს გუნდი ეძებს პროდუქციის აგროვებისა და შეფუთვის სპეციალისტს
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის დოკუმენტის მომზადება და მისი შემადგენელი ნაწილების მისაღებად მომზადება;
** შეკვეთის მიღება, სკანირება, ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი;
** შეკვეთის ყველა ნაწილის, წონის, მოცულობის შეფასება და შესაბამისი შესაფუთი მასალის შერჩევა;
** შეკვეთის დადგენილი წესებისა და ვიზუალის მიხედვით შეფუთვა;
** საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა;
** შესაფუთი მასალების აღრიცხვა და წესების მიხედვით დასაწყობება, უტილიზაცია;
** უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა და აღსრულება.
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
მდებარეობა: თბილისი, ალეკო გობრონიძის N45
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: recruitment@veli.store. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "პროდუქციის აგროვებისა და შეფუთვის სპეციალისტი".
|
|
|
|