Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671644&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: კაზინო აჭარა
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"კაზინო აჭარა" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მონიტორინგის სფეროში ან ამ სფეროსთან დაკავშირებულ თანამდებობაზე;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პრინციპული და მოწესრიგებული;
** მათემატიკური ანალიზის უნარი
** მოტივირებული;
** გუნდურ გარემოში კოორდინირებული მუშაობის უნარი;

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: hr@casinoadjara.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან:

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სანშაინი"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.

შპს "სანშაინი" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია