Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით.

შპს "სალოს" პროდუქცია წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიას (ჭურჭლის სარეცხი ჟელე, თხევადი საპონი, და ა.შ)

მოთხოვნები:

** მართვის კატეგორია - B
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ქიმიის სფეროში
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი
** დარწმუნების უნარი
** სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ქსელურ მაღაზიებთან
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ამ სფეროში გამოცდილებით

მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი
** გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა
** გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი
** პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება
** პროდუქციის სახეობების დამახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა
** ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა
** დებიტორული დავალიანების კონტროლი
** მასზე ზემდგომი ადამიანების დავალებების შესრულება

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** ენერგიული
** დისციპლინირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
მისამართი: დიდი ლილო, ერეკლე მეორეს N89

გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ ფოსტაზე: gburdulivc@gmail.com. გთხოვთ ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე