დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ჯეი ეფ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
საქართველოში უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე თბილისში.
განიხილება სტუდენტები სრულ განაკვეთზე.
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ.) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
კომპანია ფლობს ფილიალებს საქართველოს რეგიონებში, სილამაზის სალონს, სასწავლო აკადემიას და ა.შ.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის ქ №37ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე; შაბათს 09:30 სთ-დან 2:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება 1200 ლარიდან (შეთანხმებით)
უპირატესობა მიენიჭებათ: გლდანი-ნაძალადევის ან დიღმის ტერიტორიაზე მცხოვრებ კანდიდატებს.
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ.) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
კომპანია ფლობს ფილიალებს საქართველოს რეგიონებში, სილამაზის სალონს, სასწავლო აკადემიას და ა.შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისათვის ხელშეკრულებების შედგენა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჩართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა/ დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
** დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** იურიდიული განათლება ბაკალავრის ხარისხით;
** სასურველია 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
** სასურველია: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|