Робота для біженців з України
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ოთნიელი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"Othniel"-ის დინამიური და სწრაფად მზარდი გუნდი სამუშაოდ გიწვევთ იურისტის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების 3, სასტუმრო გრანდ ბელაჯიო.
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე
ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება;
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება.
** სასამართლოში წარმომადგენლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@othniel.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე