Робота для біженців з України
ფასს-ის წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფასს-ის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სს "თელასი" აცხადებს გარე ვაკანსიას ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის ფასს-ის და შიდა რისკების მართვის განყოფილების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლების დიპლომი;
** შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები; (სასურველია); ACCA აუცილებელია;
** მუშაობის 1-3 წლის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, MS Excel, Power Point);
** სავალდებულოა ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 3949 ლარი (დარიცხული).

თანამდებობრივი მოვალეობები

** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის მიხედვით, გაგზავნა, მიღება და სამეთვალყურეო საბჭოზე დამტკიცება.
** კომპანიის ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის და წარდგენა მითითებულ ვადებში;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის მარეგულირებელი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო და გარე მომხმარებელთათვის;
** ფინანსური ინფორმაციის მომზადება კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებისათვის ფასს-ის მიხედვით;
** გარე აუდიტორებისათვის ფინანსური ინფორმაციის და ანგარიშგების მომზადება ფასს-ის მიხედვით;
** ფასს-ისა და თანდართული შენიშვნების, აგრეთვე სს "ინტერ რაო" -ის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, საზოგადოების სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, სააღრიცხვო პოლიტიკის შეთანხმება გარე აუდიტორებთან ფასს-ის მიხედვით.
** გარე აუდიტორის მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე