Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671614&print=yes&view=jobs
 
ურიკების მეთვალყურე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ურიკების მეთვალყურე
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (9:30-15:30 ან/და 15:30-21:30)

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** ურიკების მეთვალყურეობა და მუდმივი შევსება სადგომზე;
** ურიკების შეგროვება პარკინგის ტერიტორიაზე;
** ურიკების აღრიცხვა ინვენტარიზაციისთვის;
** სალაროსთან დატოვებული პროდუქციის შეგროვება და შესაბამის დახლებზე განლაგება;
** პარკების მიღება და დასაწყობება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარე;
** დისციპლინირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 745 245. მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია