Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671604&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მასალებისა და სერვისების შესყიდვის სრული ციკლის მართვა, მათ შორის მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება;
** შესყიდვის პროცესის კოორდინაცია, მათ შორის შესყიდვების მოთხოვნების კონტროლი, მოწოდების ვადების კონტროლი, მომწოდებლების შესრულებისა და გენერალური ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
** საქონლის იმპორტი და შესაბამისი საბაჟო პროცედურების მართვა/კონტროლი;
** კომპანიის თანამშრომლებთან მჭიდრო კომუნიკაცია, შესასყიდი საქონლის/მომსახურების დეტალების დასაზუსტებლად;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ლოჯისტიკური საკითხების დაორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ნაშთების კონტროლი და კომპანიის შიდა მომხმარებლების მხრიდან ინფორმაციის მიღება სამომავლო შესყიდვებზე;
** დანახარჯების კონტროლის მექანიზმის დაცვა;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის შესყიდვების პოლიტიკით განსაზღვრული წესის მიხედვით;
** ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა კომპანიის შიდა სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დისციპლინაში.

სამუშაო გამოცდილება

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო მასალებისა და სერვისების შესყიდვების მიმართულებით;
** სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** იმპორტის და შესაბამისი საბაჟო პროცედურების გამოცდილება;
** სატენდერო ზოგადი პოლიტიკის ცოდნა და შესაბამისი მსხვილი ტენდერების ჩატარების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სრულფასოვნად;
** სასურველია, თურქული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/CQnCGHjd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია