Робота для біженців з України
კლინკური კვლევების ლაბორატორიის მიმართულების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინკური კვლევების ლაბორატორიის მიმართულების კოორდინატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას კლინკური კვლევების ლაბორატორიის მიმართულების კოორდინატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სამედიცინო ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** GCP-ს რეკომენდაციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ექიმ-ლაბორანტის კვალიფიკაცია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკური კვლევის პროცესში ჩართულობა;
** კლინიკური კვლევების ლაბორატორიული მიმართულების კოორდინირება;
** კლინიკურ კვლევებში ჩართული პაციენტების ლაბორატორიული კვლევების შესრულების დაგეგმვა/მონოტორინგი;
** კვლევის ფარგლებში მოწოდებული ლაბორატორიული ნაკრებისა და სპეციფიკური ინვენტარის მიღება და აღრიცხვა;
** ლაბორატორიული კვლევების შედეგების მოძიება;
** მკვლევართა გუნდის დახმარება დოკუმენტაციის წარმოებაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 02.11.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე