Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671600&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური და საოპერაციო ანალიზის ჩატარება, შესაბამისი რეპორტების შექმნა და კომპანიის მმართველ რგოლთან წარდგენა;
** ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, კომპანიის საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა; შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა მენეჯმენტთან ერთად;
** კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მონაცემების პროგნოზირება;
** კომპანიის ფინანსური მოდელის მართვა და განახლება;
** ძირითადი ფინანსური უწყისების: მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების და ბალანსის მომზადება;
** კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა;
** ბიუჯეტირების პროცესის განვითარება და შემდგომი დახვეწა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, უპირატესად ფინანსების განხრით;
** IFRS სტანდარტების და ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპების ფლობა;

სამუშაო გამოცდილება

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე;
** კომპანიის სიღრმისეული ანალიტიკური სურათის შექმნის გამოცდილება;
** ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით კომპანიაში ცვლილების დაგეგმვის პრაქტიკა;
** ფინანსური მოდელების შემუშავების გამოცდილება;
** ექსელის თავისუფლად ფლობის უნარი და გამოცდილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9zI4XCXd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია