დასახელება:
საკვირაო სკოლის მხატვრული ლიტერატურის პედაგოგი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემია
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
"აზროვნების აკადემიის" საკვირაო სკოლის მხატვრული ლიტერატურის პედაგოგის ვაკანსია რუსთავსა და ზუგდიდში.
ვაკანსიის აღწერა
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა აერთიანებს შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოზარდების კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
"აზროვნების აკადემიის" საკვირაო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** მხატვრული ნაწარმოებების შერჩევა მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
** მოსწავლეებში კითხვის პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ინტერესისა და სიყვარულის აღძვრის ხელშეწყობა.
** მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული ტექსტებისა და ავტორების შესახებ მსჯელობის წარმართვა; ნაწარმოებების თემატიკასთან / პერსონაჟებთან დაკავშირებით შემეცნებითი და სახალისო აქტივობების დაგეგმვა-ჩატარება.
** მოსწავლეებში მხატვრული ტექსტებთან ურთიერთობის კულტურის ჩამოყალიბება.
** მოსწავლეებში ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვის, გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარება.
** უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს შექმნა შეხვედრის პროცესში.
** მოსწავლეების შესახებ შესაბამის მხარეებთან კომუნიკაციის დამყარება.
** ჩატარებული შეხვედრების შესახებ ყოველკვირეული ანგარიშის წარმოება.
** მხატვრული ლიტერატურის პედაგოგების ერთობლივ შეხვედრებზე დასწრება გარკვეული პერიოდულობით.
** დაკავებული პოზიციის ფარგლებში დამატებითი ფუნქციების შესრულება უშუალო მენეჯერის თხოვნის საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ფილოლოგიის მიმართულებით ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლიტერატურის სწავლების 1-2 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან და მოზარდებთან. გამოცდილება არაფორმალური განათლების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
კომპეტენციები და უნარები:
** ქართული და მსოფლიო მხატვრული ლიტერატურის ძირითადი მიმართულებებისა და ავტორების ცოდნა.
** ტექსტების ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების წახალისების უნარი.
** სასწავლო მასალის საინტერესო და შემოქმედებითად მიწოდების უნარი.
** კომუნიკაცია და თანამშრომლობა ბავშვებთან, მშობლებთან და კოლეგებთან.
** პასუხისმგებლობა, ემპათია და მოტივაციის შექმნის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: რუსთავი და ზუგდიდი.
** სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი, სადაც გსურთ დასაქმება - (ზუგდიდი ან რუსთავი)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|