Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ქ.თბილისში.

მისამართი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ბუღალტერ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** საგანმანათლებლო ხარისხი: სასურველია უმაღლესი განათლება: საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად - ფიქსირებული;
სამუშაო გრაფიკი: სრული;

ფუნქცია - მოვალეობები:

** დღიური საბუთების წარმოება;
** ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობა პროგრამაში - 1C;
** 1C და Excel პროგრამებში მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში;
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** 20 %-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერ-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-სთვის გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, თქვენი თანხმობა აუცილებელია შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

აქვე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. ამასთან, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ წინამდებარე ვაკანსიაზე განხილვის გარდა, გაცნობებთ, რომ თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ სხვა პოზიციაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დაიკავებთ ვაკანტურ პოზიციას შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში, თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე