Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671474&print=yes&view=jobs
 
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს ნახევარსაუკუნოვან წარმოების უწყვეტ პროცესს.

კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული, მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს სოციალურ გვერდებს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/vakeproducts/ https://www.facebook.com/vacancy.vake

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#57
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass-ის შეთავაზებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

ძირითადი ფუნქციები:

** B2B ონლაინ გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა
** არსებული პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
** ონლაინ გაყიდვების არხების მართვა და გაუმჯობესება
** გაყიდვების მონაცემების და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
** საცალო ფასების მუდმივი ანალიზი და კონკურენტების ფასების მონიტორინგი
** სისტემაში კლიენტებისა და გაყიდვების აქტივობების ზუსტი ასახვა
** აქტიური ასორტიმენტის, მარაგების კონტროლი (შესაბამისი რეპორტის მომზადება)
** სააქციო პოლიტიკის შესაბამისად, აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ შესრულების უზრუნველყოფა
** სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია და მათ პრობლემებზე დროული/შესაბამისი რეაგირება
** მომხმარებლის მოთხოვნების მუდმივი ანალიზი და საჭირო პროცესის წარმართვა
** კორპორატიული მომხმარებლების შეკვეთების ადმინისტრირება და მიწოდების პროცესზე ზედამხედველობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და გთხოვთ სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "B2B გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" (ს/კ 205264284) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია