დასახელება:
პერსონალის შერჩევის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** რეკრუტინგის პოლიტიკის განსაზღვრა, პროცედურების შემუშავება;
** თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის მართვა/განხორციელება;
** არსებული ვაკანსიების მომზადება/განახლება და განთავსება;
** მონაწილეობა პერსონალის დაქირავების სრულ ციკლში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაფორმებამდე და მის შემდგომ.
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალების შესრულება და სხვ.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია HR პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ფლობა
უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი, ორგანიზებული, კომუნიკაბელური, დეტალებისადმი ყურადღებიანი, გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ლოგიკური აზროვნების უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 14.10.2025 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/WbXie44DmZ
|
|
|
|