Робота для біженців з України
პურ-ფუნთუშეულის ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის ტექნოლოგი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის ტექნოლოგის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი
გრაფიკი: 09:00-18:00, 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება 3000 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად

პროფესიული ცოდნა და უნარები:

** ტექნოლოგიური პროცესების სიღრმისეული ცოდნა,
** წარმოების ტექნოლოგიური ხაზების და აღჭურვილობის ცოდნა,
** ხარისხის კონტროლის მეთოდების ცოდნა,
** რეცეპტურების შემუშავებისა და კორექტირების უნარი,
** საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა (HACCP, ISO სტანდარტების ცოდნა)
** ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შედგენის უნარი
** პრობლემების დიაგნოსტირების უნარი
** განათლება: სურსათის, კვების ტექნოლოგიის დიპლომი, სპეციალიზაცია პურ ფუნთუშეულის ტექნოლოგია (ბაკალავრი ან პროფესიული კოლეჯი)

გამოცდილება და უნარები:

** საწარმოო გამოცდილება 1-3 წელი
** გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა და სიზუსტე

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე ipklihr@gmail.com და სათაურის ველში ჩაწერეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე