დასახელება:
მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
LovelyRoses.ge
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
"ლავლი როუზის" ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს სთავაზობს.
ჩვენთან, მენეჯერის როლში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ ბიზნეს უნარები, იმუშაოთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოსა და ყვავილების გარემოცვაში.
განვიხილავთ როგორც ადამიანს გამოცდილების გარეშე, რომელიც სწრაფად ითვისებს კომპიუტერულ პროგრამებს და შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება (მულტითასქინგი), ასევე 1-2 წლის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. აუცილებელი მოთხოვნაა ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. (სასურველია B2 ინგლისურში და B1 რუსულში).
ჩვენი მაღაზია ყოველ დღე მუშაობს, შაბათ - კვირის ჩათვლით.
გრაფიკი. კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზაქარია ფალიაშვილის 38.
დაახლოებითი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით.
** შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის - გასამზადებლად და კურიერისთვის - მისატანად.
** შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
** ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
** ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს "ლავლი როუზის"-თვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად.
https://forms.gle/eS7KiBi9sJW4Txm49
|
|
|
|