დასახელება:
გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ინტერლაბი
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
კომპანია "ინტერლაბი" - საქართველოში ლაბორატორიული პროდუქტების, ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ეს პოზიცია იდეალურია მოტივირებული, კომუნიკაბელური და ენერგიული ადამიანისთვის, რომელსაც სურს რეალური გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობაში და პროფესიული განვითარება გაყიდვებისა და სერვისის სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან აქტიური და მუდმივი კომუნიკაცია (ტელეფონით, ელ.ფოსტით და პირისპირ);
** შეხვედრების ორგანიზება, ჩანიშვნა და კოორდინაცია;
** მენეჯერთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა და თანხლება;
** მომხმარებლებთან კავშირის შენარჩუნება შეთავაზების შემდეგ (follow-up კომუნიკაცია, გამოხმაურების მიღება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მიწოდება);
** დოკუმენტაციისა და კომუნიკაციის მიმდინარე პროცესების მართვაში დახმარება;
** გაყიდვებისა და სერვისის გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტის სტატუსი (სასურველია ბოლო კურსის სტუდენტი);
** სასურველია სამედიცინო სფეროში განათლება ან გამოცდილება;
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი - კლიენტებთან დადებითი და პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
** მაღალი მოტივაცია და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ან გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ სავალდებულო არ არის;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია (პროფესიული კომუნიკაციისთვის).
ჩვენ გთავაზობთ:
** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში;
** კლიენტებთან უშუალო ურთიერთობას და აქტიურ ჩართულობას შეხვედრებში;
** პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: cv@interlab.ge
|
|
|
|