დასახელება:
დაგეგმვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
TNET
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
შემოუერთდი "TNET"-ის გუნდს დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე.
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: ორშ. - პარ, 10:00-19:00
შენი როლი თინეთში:
** მიმდინარე და ახალი შეკვეთების მონიტორინგი და დამუშავება;
** მომწოდებლებთან და გამყიდველებთან ყოველდღიური კომუნიკაცია პროდუქციის დროული მიწოდებისთვის;
** საკურიერო კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი მუშაობის
მონიტორინგი;
** პრობლემური შემთხვევების (დაგვიანებები, გაუქმებები, დაბრუნებები)
მიზეზების დადგენა და შესაბამისი მხარეების ჩართვა;
** პროგრამულად დამტკიცებული განვადებების დადასტურება;
** პერიოდულად რეპორტების მომზადება შეკვეთებთან დაკავშირებით.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
** იცი Microsoft office;
** იცი ინგლისური ენა- საკომუნიკაციო დონეზე;
** გაქვს კარგი კომუნიკაციის და პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
თინეთში დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|