დასახელება:
ლაბორანტი/მიკრობიოლოგი
|
მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის/მიკრობიოლოგის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ქიმიის მიმართულებით);
** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება მიკრობიოლოგიურ ან ქიმიურ ლაბორატორიაში; (სასურველია საწარმოში)
** მიკრობიოლოგიური ანალიზის ძირითადი მეთოდების ცოდნა;
** სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სურსათის ნიმუშების, წყლისა და გარემოს რეგულარული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
** კვების ობიექტებიდან ნიმუშების აღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღებული ნიმუშის გაგზავნა ლაბორატორიაში შენახვის პირობების სრული დაცვით;
** ლაბორატორიის მიერ, შემოწმების შედეგად გაცემული ოქმის შედარება მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ სპეციფიკაციასთან;
** ლაბორატორიული ტესტირების შედეგების დოკუმენტირება და რეესტრის წარმოება;
** წარმოების პროცესში აღმოჩენილი მიკრობიოლოგიური შეუსაბამობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა ინფორმირება მიკრობიოლოგიურ რისკებთან დაკავშირებით;
** კვების ობიექტებზე, სურსათის უვნებლობის კუთხით აღმოჩენილი ხარვეზების განხილვა;
** ლაბორატორიული კვლევების ჩატარების რეესტრის წარმოება/მუდმივი განახლება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|