დასახელება:
საგრანტო კონკურსი: ეკო და ჭკვიანი ინიციატივები
|
მომწოდებელი:
გაეროს განვითარების პროგრამა
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
თანდართული ფაილი:
671117_undp_5752327.zip
|
საგრანტო კონკურსი: ეკო და ჭკვიანი ინიციატივები ფოთსა და ხობში
გაეროს განვითარების პროგრამა, დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის, "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" (GFP), ფარგლებში აცხადებს ეკო და ჭკვიანი ინიციატივების საგრანტო კონკურსს ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში.
GFP მიზნად ისახავს მწვანე და სამართლიანი გადასვლის მხარდაჭერას ხობსა და ფოთში, ასევე, მოქალაქეების, ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ ჩართვას კლიმატის ცვლილებებთან და მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ აქტივობებში. აღნიშნული კონკურსი მხარს უჭერს საზოგადოებაზე ორიენტირებულ, ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც უპასუხებს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ადგილობრივ გამოწვევებს, ხელს შეუწყობს რეგიონების ეკო- და ჭკვიან განვითარებას და გააძლიერებს მოქალაქეების ჩართულობას უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის მშენებლობაში.
კონკურსი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციების, აკადემიისა და კვლევითი ორგანიზაციების - გაძლიერებას, რათა მათ განახორციელონ პრაქტიკული ინიციატივები, რომელთა გაფართოება და გაზიარება/გადატანა შესაძლებელია სხვა რეგიონებში. ინიციატივები შეიძლება ეხებოდეს ისეთ თემებს როგორიცაა: ცირკულარული ეკონომიკა და ნარჩენების მართვა, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა, ურბანული გამწვანება და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, წყლისა და ჰაერის ხარისხი, მდგრადი მობილობა და დაბალემისიური ტრანსპორტი, ეკო- და აგრო-ტურიზმი, ციფრული ტრანსფორმაცია და სამოქალაქო მეცნიერება, მწვანე უნარები და პროფესიული განათლება, ეკო-მეწარმეობა და მდგრადი სერვისები და სხვა კლიმატთან დაკავშირებული საკითხები.
კონკურსის სტრუქტურა:
კონკურსი მოიცავს ექვს თემატურ ლოტს, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ მიმართულებას ეხება:
** ლოტი 1: მწვანე დემონსტრატორები და პრაქტიკული პილოტები
** ლოტი 2: ციფრული ინოვაციები და ჭკვიანი გადაწყვეტები (მათ შორის სამოქალაქო მეცნიერება).
** ლოტი 3: მწვანე უნარები და პროფესიული განათლება.
** ლოტი 4: ეკო-მეწარმეობა და მდგრადი სერვისები.
** ლოტი 5: საზოგადოების კლიმატმედეგობა და მდგრადი პრაქტიკები
** ლოტი 6: მწვანე ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებულები კლიმატის ცვლილებებისთვის - პროექტები, რომელსაც განახორციელებენ GFP-ის მწვანე ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრი ორგანიზაციები.
კანდიდატებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადები ერთ ან რამდენიმე ლოტზე (არაუმეტეს სამი ლოტისა), თუმცა თითო ლოტისთვის მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა არის შესაძლებელი.
ვინ შეუძლია მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებიც:
** არიან არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციები;
** აქვთ მწვანე გარდაქმნის, მწვანე ინოვაციების, კლიმატთან დაკავშირებული საკითხების, ციფრული და ჭკვიანი გადაწყვეტების, ცირკულარული ეკონომიკის, ადგილობრივი განვითარების და/ან მწვანე უნარების განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
განაცხადების წარდგენა:
განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: teona.turashvili@undp.org
ელ. ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "CoP Application - Eco-Smart Initiatives in Khobi and Poti"
შევსებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც PDF (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული), ისე Word ფორმატებში.
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ დოკუმენტებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ოქტომბერი, 18:00 (თბილისის დროით).
საკონსულტაციო შეხვედრა:
განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ზუმის საშუალებით.
თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი
დრო: 11:00
Zoom ბმული: რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ტურაშვილი, სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორი, ელ-ფოსტა: teona.turashvili@undp.org
|
|
|
|